ბიზნესომბუდსმენი „რუსთავის ფოლადის“ და ტრამპის დაწესებული 25%-იანი ტარიფის საქმეში ჩაერთო

თბილისი (BPI) – პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000- მდე ადამიანის სამუშაო ადგილს. მოგეხსენებათ არაერთხელ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო არხით.

მუშაობთ თუ არა აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან იმაზე რომ გამონაკლისი დაუშვას ჩვენთვის, ისევე როგორ დაუშვა რამდენიმე ქვეყანაზე? რამდენადაც ვიცით, თქვენ შეხვდით რუსთავის მეტლურგიული ქარხნის წარმომადგენლებს და გქონდათ საუბარი ამ საკითხზე. ჩვენი ინფორმაციით “რუსთავის ფოლადი” ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი კომპანია რომელმაც მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, ფოლადის უნაკერო მილი გაიტანა ამერიკის ბაზარზე. რა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას აპირებთ?

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე:

– აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა ნებისმიერი ბარიერი საექსპორტო ბაზარზე ცვლის კონკურენტუნარიანობის პირობებს, გარდა ამისა ის ქვეყნები რომლებიც მოყვნენ ამ შეზღუდვების არეალში ეძებენ ახალ ბაზრებს, მათ შორის არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების კომპანიები და არის გამოწვევა რომ გაიაფებული პროდუქცია მოხვდეს ადგილობრივ ბაზარზე, რაც ამძაფრებს ადგილობრივ კომპანიებთან კონკურენციას.

ჩვენ ამ საკითხზე ასევე გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის მიმართულებებთან და ინფორმირებული ვართ, რომ მაისში აშშ-ში მინისტრის ვიზიტის დროს ეს საკითხი იქნა დასმული და განხილული აშშ-ს შესაბამის უწყებებთან, რომ საქართველოსთვის ეს ბარიერი იქნას მოხსნილი და მოხვდეს იმ გამონაკლის ქვეყნებში, რომელსაც არ ეხება აღნიშნული გაზრდილი საბაჟო ბარიერი. გარდა ამისა, ივნისში პრემიერ მინისტრის ხელმოწერით არის გაგზავნილი წერილი ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩართულია საქართველოს საელჩოც და იმედია აშშ-ის შესაბამის უწყება მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და კომპანია საქართველოდან დაუბრუნდება ძველ რეჟიმს.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანტიდემპინგური კანონის არარსებობას მათთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოაქვს. ცხადია, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის და ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის არსებობას. არსებული ანტიდემპინგური კანონპროექტი რამდენად სწორედ არის შემუშავებული და მიღების შემთხვევაში ეფექტურად გამოვიყენებთ თუ არა? და აქვე გკითხავთ, დაიწყებს თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუშაობას იმაზე, რომ ეს კანონი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დევს პარლამენტში კანონპროექტის სახით, შევიდეს ძალაში?

– ანტიდემპინგულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენს გააჩნია ნეიტრალური დამოკიდებულება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიზიარებთ საქართველოში დამამუშავებელი წარმოების სექტორში მოქმედი კომპანიების წუხილებს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო მეტი ეფექტურობა, რომ ღია ბაზრის პირობებში, როდესაც გვაქვს მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს შესაბამისი კონკურენტუნარიანობა.
ამ კანონპროექტის ირგვლივ ჩვენთვის ორივე მხარეს ბიზნესი დგას. ისინი ვინც ამ კანონის მიღებით ისარგებლებს, ან ვინც შეიზღუდება. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ამ პროცესში რომელიმე მხარის მხარდამჭერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭრა შესაბამისი გარემოს შექმნით და გარე ბაზრებზე წვდომის გაზრდით, სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესებით, რომლითაც შეუძლია სარგებლობა ადგილობრივ ბიზნესს.

ამ კანონპროექტის მიღების გარეშე შესაძლებელია თუ არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაცვის მექანიზმების დროებითი ამოქმედება საჭიროების შემთხვევაში?

– WTO შეთანხმება უშვებს წევრი ქვეყნის მიერ დემპინგის წინააღმდეგ ქმედების განხორციელების შესაძლებლობას როცა ნამდვილად აქვს ადგილი ადგილობრივი წარმოებისათვის ზიანს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული პროცედურა ყოველთვის რთული და დეტალურია, ტარდება გამოძიება და აქვს საფეხურები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემთხვევა, რომ მოხდეს გატარებული ზომების გამართლება.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …