ბიზნესომბუდსმენი გორში ადგილობრივ ბიზნესის 50-მდე წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გორში 50მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგინა.  შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრობლემური საკითხების შესახებ  დასვეს კითხვები.

„ბიზნესომბუდსმენის ოფისმა დაიწყო რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს გორში გაიმართა. ჩვენ მივაწოდოთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დღეს გორში ბიზნესს აწუხებს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავდივართ სამუშაო ეტაპზე და განვიხილავთ, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად რა ტიპის მხარდაჭერა შეგვიძლია აღმოვუჩინოთ მათ. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპაზე,  სწორედ რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესთან, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და მხარდაჭერის პაკეტების შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …