ბიძინა ივანიშვილი: „სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება“

თბილისი (BPI) – პატარა გაუგებრობის სიდიდეზე ბიძინა ივანიშვილი  ჟურნალისტებთან  ხშირად ისაუბრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მე-2 ვადაში.

ამის პირობა მან მედიას დღეს მისცა.  ივანიშვილმა  თანაპარტიელებს დარღვეულ პირობაზეც  წარმოუდგინა ახსნა-განმარტება. პირის გატეხვა შექმნილმა ესკალაციამ გადააწყვეტინა. თქვა, ამ დროს, საკუთარ თავთან გაჯიუტება  არასწორიაო. თუმცა მიაჩნია, რომ თავისი მისია შესრულებული აქვს, 2012 წელს ხელისუფლებიდან მოძალადეების ჩამოცილებით.

ის 3 მიზეზით ბრუნდება 1)ეკონომიკური მდგომარეობა; 2) დესტრუქციული მუხტის  და 3)  შიდა დაპირისპირების განეიტრალება. თანაპარტელების თქმით, მე-3 გამოწვევა მან 1 დღეში გადაჭრა და დარჩა 2.

“დღემდე მწარეა უმუშევრობის, დასაქმებულებისთვის კი  არასაკმარისი ხელფასის, ასევე პენსიების პრობლემა. სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება”, – ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული კურსიდან გადახვევას არ დაუშვებს.  მიაჩნია, რომ ეს მთავარი მონაპოვარია  და ეკონომიკა ზედნაშენია,  -“ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით“.

მან დემოკრატიულობის  მაღალ ხარისხთან  ეკონომიკის  ჩამორჩენაზეც აღნიშნა. თქვა რომ მსოფლიო რეალობაში ეს უპრეცედენტო დისპროპორციაა.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …