ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ენერგორესურსი უნდა ავითვისოთ, ჰესები აუცილებლად აშენდება

თბილისი (BPI) – ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ენერგორესურსი მაქსიმალურად უნდა აითვისოს და ჰესები უნდა აშენდეს დროულად

როგორც მან ბათუმში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, აჭარა ენერგოირესურსით მდიდარია. ასევე გაიხსენა სააკაშვილის სიტყვებიც “შუახევჰესთან” დაკავშირებით.

„შუახევჰესი“ როცა გავხსენი, კომიკური სიტუაცია თუ გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, რა ჰესი გახსნა, სამჯერ გავხსენიო. ინდური ჯგუფია, რომელმაც 400 მილიონზე  მეტი ინვესტიცია ჩაიდო, ასეთი ინვესტიცია მაგათ დროს არ განხორციელებულა. საუბედუროდ, ნავთობზე ფასის ვარდნამ დროებით შეაფერხა ენერგეტიკის სამინისტრო, თუმცა, ჩვენი ენერგორესურსი, ამით აჭარა ძალიან მდიდარია, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ყველა ჰესი უახლოეს მომავალში აუცილებლად აშენდება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …