BGEO – ლისტინგში ცვლილებების მოლოდინში

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა. გასულ კვირას  34.54 – 36.76  გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. კვირის ჭრილში კლებაა -3.9% w.w და თვის დინამიკაც უარყოფითია (-1.8%m.m).

G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 220 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 61  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.373 მლრდ (bloomberg) 0.5% (L/w – GBP 1.362 მლრდ).

ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები GBP 2.77 – 2.95  – ივაჭრებოდა,  80 000-ზე მეტია გაყიდული ( -5.7%w.w; -8.8% m.m).  კაპიტალიზაცია GBP 369 მლნ-ს შეადგენს.

ლისტინგში მალე „საქართველოს კაპიტალის“ აქციები გამოჩნდება. როგორც იცით, BGEO  საბანკოს და საინვესტიციო მიმართულებებს მიჯნავს და  საერთაშორისო ბირჟაზე რამდენიმე კომპანიით იქნება წარმოდგენილი.