BGEO ინვესტორთა დღის გამართვაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – BGEO Group-ი ინვესტორთა დღის გამართვაზე აცხადებს. ბანკის ცნობით, ინვესტორთა დღე თბილისში 9 ნოემბერს გაიმართება და ჯგუფის მენეჯმენტი ინვესტორთა და ანალიტიკოსთა წრეს უმასპინძლებს.

ინვესტორებს ჯგუფის მენეჯმენტი ჯგუფის მიღწევებს გააცნობს, ასევე მიმოიხილავენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ალკოჰოლური ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

ამავდროულად ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჯგუფის შემადგენლობაში არსებული „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) საქმიანობას. ამ საკითხზე GHG-ი ინვესტორტა დღეს 10 ნოემბერს უმასპინძლებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …