Best Western-ი საქართველოში სასტუმროების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში ფართოვდება. წლის ბოლომდე ქვეყნაში Best Western-ის ბრენდის ქვეშ კიდევ 4 სასტუმრო გაიხსნება, მთლიანპბაში შედეგად ქვეყანას 291 ნომერი შეემატება.

როგორც Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია Capitol HPS-ში Travelingeorgia-ს განუცხადეს, ბრენდი გამოჩნდება კურორტ საირმესა და გუდაურში. საირმეში სასტუმრო 81 ნომრიანი იქნება და ერთ თვეში გაიხსნება. პირველ სტუმრებს ბრენდის სასტუმრო (62 ნომრიანი) გუდაურში Best Western Gudauri Resort ნოემბერში მიიღებს.

Gallery image of this property

ზაფხულში იგეგმება ასევე Best Western Premier Batumi-ს გახსნა, ეს ბათუმში რიგით მეორე Best Western-ის სასტუმრო იქნება და საქართველოში ამ ქსელში შემავალ სასტუმროებს შორის ყველაზე მეტი სტუმრის მიღებას შეძლებს. სასტუმროს ექნება 104 ნომერი.

აგვისტოში გაიხსნება ასევე კიდევ ერთი სასტუმრო Best Western Tbilisi City Centre, 44 ნომრით თბილისში.

best western batumi-ის სურათის შედეგი

შედეგად, 2018 წლის ბოლოსთვის, Best Western Hotels & Resorts-ის სამი ძირითადი ბრენდის 8 სასტუმრო იქნება წარმოდგენილი საქართველოს 6 ქალაქში, რომელთა შორის 4 კურორტია (ბათუმი, ბაკურიანი, საირმე და გუდაური), ჯამში 503 ნომრით.

Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში და უმსხვილესი  სასტუმროების ქსელების ათეულში შედის. კომპანია შედგება სხვადასხვა კატეგორიის 11 ბრენდისგან. მის ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 4200-მდე სასტუმრო. სათაო ოფისი მდებარეობს ფენიქსში, არიზონა, აშშ. საქართველოს წარმომადგენლობა ექვემდებარება ქსელის ევროპის რეგიონალურ ოფისს, რომელიც მდებარეობს ირლანდიაში, დუბლინში.

best western kutaisi-ის სურათის შედეგი

 

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …