“ბერლინი გავარდა, თბილისი თამაშშია: საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე საინტერესო ქალაქია” – Forbes

თბილისი (BPI) – ამერიკული გამოცემა Forbes თბილისს წლის ყველაზე საინტერესო ქალაქად ასახელებს. გამოცემა საქართველოს დედაქალაქზე ბევრ საინტერესო შეფასებას აქვეყნებს.

ბლოგში სათაურით “ბერლინი გავარდა, თბილისი თამაშშია: საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე საინტერესო ქალაქია” (Berlin Is Out, Tbilisi Is In: Georgia’s Capital Is This Year’s Most Exciting City) ავტორი წერს: “კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, შეხვდებით ტიპის ტურისტს და ეს აქ ყოფნის ბევრ მიზეზს ხსნის”.

ბლოგში ნათქვამია, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ახალი, თანამედროვე სასტუმროები, ქვეყნის პროდასავლური მენტალიტეტი, სწორედ ამ მენტალიტეტს უკავშირევბს ავტორი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას. მითიტებულია, რომ საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ლეგალიზაციისკენ ნაბიჯი გადადგა. თბილისში სტუმრობის მიზეზებს შორის შორის ავტორი ასახელებს საქართველოს  ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორიას, ასევე ჭაჭას.

ისევე როგორც ბევრი სხვა გამოცემა Forbes-იც თბილისში გახსნილ ახალ სასტუმრო „სტამბაზე“ წერს. აღნიშნულია, რომ სასტუმრო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ საგამომცემლო სახლშია გახსნილი.

ბლოგში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორიაა, თუმცა, ღვინო არ არის ის, რის გამოც ხალხი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა. სტატიის ავტორის თქმით, ამის მიზეზი ჭაჭაა.

“არ ეცადოთ ქართველის დათრობას, გპირდებით, ეს კარგად არ დასრულდება“,- წერს ავტორი.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …