ბეჟუაშვილი “ბადაგონის” მფლობელისთვის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ჩივილს აპირებს

თბილისი (BPI) – ბადაგონი აქტივის დათმობას არ აპირებს. დავით ბეჟუაშვილთან სამართლებრივ დავაშიც ერთვება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის შესვლის ორგანიზებაში, კომპანიის დამფუძნებელი, დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობაზე აცხადებს და პარალელს ბიზნესთან მავნებლური დამოკიდებულების 2006 წლის მოვლენებთან ავლებს. ბადაგონის წილების გაყოფაში დავით ბეჟუაშვილის ხსენებისთვის გიორგი სალაყაიას სასამართლოში მოუწევს პასუხისგება.

ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ზვიად კორძაძე ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელს ამზადებს, რომელსაც ორშაბათს შეიტანს, თუ მანამდე სალაყაიას გაერკვევა და სიტყვებს უკან არ წაიღებს.

შეგახსნებთ, რომ „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.