ბათუმის სანაპიროზე ადაპტირებული გადასასვლელები მონტაჟდება

თბილისი (BPI) – ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხის კონსტრუქციის ადაპტირებული გადასასვლელები მონტაჟდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადასასვლელი ბილიკები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.

ხის კონსტრუქციის ტრანსფორმირებადი ბილიკები ხუთ ლოკაციაზე მოეწყობა: დ. თავდადებულის და პ. მელიქიშვილის ქუჩების მოპირდაპირედ. დელფინარიუმის, სასტუმრო კოლიზეუმის და რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …