ბათუმში ტურისტებისათვის საკრუიზო სერვისი ხელმისაწვდომია – რას გთავაზობთ გემი “ბათუმი”

თბილისი (BPI) – ბათუმში ტურისტებისათვის მაღალი ხარისხის საკრუიზო სერვისი უკვე ხელმისაწვდომია.

გემი „ბათუმი“ სტუმრებს 4 საათიან გასეირნებას სთავაზობს, რომლის ღირებულებაც 50 ლარია. გემი „ბათუმი“ კომპანია Adjara Boat-ის განკარგულებაშია და მის ბორტზე ერთდროულად 250 სტუმრის მომსახურებაა შესაძლებელი.

გემი შავ ზღვაში, ბათუმი-მწვანე კონცხი-ბათუმის მარშრუტზე ოპერირებს და ვიზიტორებს სასიამოვნო გარემოსა და გართობის სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობს. გემი ბათუმის პორტიდან 16:00-დან 17:00-მდე პერიოდში გადის და უკან 20:00-დან 21:00-მდე ბრუნდება.

„ბათუმი“ ერთადერთი სასეირნო გემია ბათუმში საკუთარი კლუბითა და რესტორნით. გემზე განთავსებული ქართული რესტორნის შეფ-მზარეული კი საქართველოს კულინართა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია. მენეჯმენტი აცხადებს, რომ გემზე შესაძლებელია სხვადასხვა ივენთების მოწყობაც.

„გემის გუნდი მზადაა განიხილოს მომხმარებლის პრეფერენცია სერვისების მიმართულებით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ სერვისების უფრო ფართო სპექტრის განვითარებისთვის“, აცხადებენ Adjara Boat-ში.

გემი „ბათუმის“ განუყოფელი ნაწილია ასევე ხარისხიანი მუსიკა, რომლის კონცეფციაზეც კახაბერ ცისკარიძე, იგივე „კახაბერი“ ზრუნავს. გემი „ბათუმი“ ღია პლატფორმაა ასევე სხვადასხვა შემსრულებლებისთვის. როგორც გემის მენეჯმენტი აცხადებს, კარგ და მზიან დღეებში „ბათუმი“ 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. გემზე სტუმრობით ერთნაირადაა დაინტერესებული, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი ტურისტი.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი მილანის აეროპორტში მგზავრების დარჩენას ბარგის რეგისტრაციის გაჭიანურებით ხსნის

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია  Wizz Air-ი მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გავრცელებულ ცრუ ბრალდებას …