ბათუმში სასტუმრო “გრანდ გლორია” იხსნება

თბილისი (BPI) – ბათუმს მალე ახალი თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო შეემატება.

„გრანდ გლორია“ ბათუმში ივნისში გაიხსნება.

დასკვნით ტექნიკურ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „გლორიას“ დირექტორმა მურატ თანსუმ მიაწოდა.

სასტუმროს მშენებლობაში 31 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

მშენებლობის პროცესში 200, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირებისას 100 ადგილობრივი დასაქმდა.
168 ნომრიან სასტუმროში 2 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, რესტორანი, სპა, საუნა ფუქნციონირებს.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …