ბათუმში კოლექტორის მშენებლობისთვის 3,6 მლნ ევრო გამოიყო

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომლის გავლითაც სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში უნდა შევიდეს.

კოლექტორის მშენებლობა 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება.

სამუშაოების ღირებულება – 3,6 მლნ ევროს შეადგენს.

ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სამუშაოების მიმდინარეობისას შექმნილი შეზღუდვების გამო.