ბათუმში ხმაურის გადაჭარბებაზე კონტროლი გამკაცრდა

თბილისი (BPI) –  ხმაურის გადაჭარბებისთვის ბათუმში კანონი უკვე გამკაცრდა.  კანონის დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1-ელი ივლისიდან ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო გამოავლენს და დააჯარიმებს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში შეიქმნა ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 24 საათიან რეჟიმში, შსს-ს მიერ გადაცემული ხმაურსაზომი აპარატების მეშვეობით, ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეატყობინონ მონიტორინგის ჯგუფს მიმდინარე სამართალდარღვევის შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: +995 598 85 15 20.

გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარის ოდენობით.

ხმაურის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების უფლება აქამდე საპატრულო პოლიციას გააჩნდა. დამრღვევი პირები გამოვლინდებიან და დაჯარიმდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსის 77/1 და 77/ 2 მუხლებით.

შემთხვევითი სიახლე

ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის – 21 სექტემბრიდან თბილისში ღამის ავტობუსები ივლიან

თბილისი (BPI) – ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ღამის ავტობუსები ივლიან. ავტობუსები …