ბათუმში, ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობისათვის 4,116 მლნ ლარი დაიხარჯა

თბილისი (bpi) – ბათუმში ანგისის სპორტული ბაზა გაიხსნება.

ანგისის სპორტული ბაზა 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან.

ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. აშენებულია 3 სართულიანი შენობა, მეოთხე სართულზე კი მოწყობილია ტერასა მედია საშუალებებისათვის. მეოთხე სართულზე, ორ დაშენებაში მოთავსებულია მართვის სისტემები. შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი. ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდა. სამუშაოების ღირებულება – 4 მილიონ 116 ათას 170 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

თბილისი (BPI) – დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები …