ბათუმში 1-1,5 წელში ელექტროავტობუსები გამოჩნდება

თბილისი (BPI) – ბათუმის ავტოპარკი ეკოავტობუსებით განახლდება.

10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი. ახალი ავტობუსები სპეციალურად შერჩეული მიმართულებით აეროპორტი-ქალაქის ცენტრი/რკინიგზის სადგურის მარშრუტით იმოძრავებენ.

პროექტის შესახებ სასესხო და საგრანტო შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა მოაწერეს ხელი. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებისთვის EBRD 7 მლნ ევროს გამოყოფს.

ეს არის პირველი პროექტი კავკასიაში ელექტრო ავტობუსების შეძენის კუთხით.

ფინანსთა მინისტრმა ხელმოწერის გაფორმების შემდეგ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი სესხის კომპოტნენტის გარდა შეიცავს გრანტის ნაწილს. “ბათუმში პროექტის განხორციელების შედეგად, 1-1,5 წლის განმავლობაში ბათუმს განახლებული საქალაქო სატრანსპორტო პარკს ავტობუსები შეემატება, რითაც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს,” – განაცხადა ქუმსიშილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …