ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება

თბილისი (BPI) – პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა.

გემის გადაცემის ცერემონიას ბათუმში დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.