ბათუმის რკინიგზის სადგურში, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს

წუხელ ბათუმის რკინიგზის სადგურში, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დააზიანეს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული, რკინიგზის სადგურში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა.

„გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30 საათზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

“ვეფხისტყაოსანი” გაეროში ღირსეულ ადგილს დაიკავებს

თბილისი (BPI)- “ვეფხისტყაოსანი” ნიუ-იორკში  გაეროს არტ კოლექციაში განთავდება,  როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. მანამდე კი უნიკალურ …