ბათუმი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – ბათუმი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. წელს ოლიმპიადას სწორედ ბათუმი 23 სექტემბერი – 6 ოქტომბრის პერიოდში უმასპინძლებს. ტურნირში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადის ცენტრალური ლოკაცია ორდარბაზიანი კომპლექსია. სასახლის ორი დარბაზიდან დიდი 2 500, პატარა კი 600 სტუმარზეა გათვლილი.

პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

მეორე ტერიტორიად დახურული ყინულის არენისა და საცურაო აუზის სპორტული კომპლექსი შეირჩა, რომლის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 მ²-ია (ფართობი დაზუსტდება პროექტირებისას), მათ შორის ყინულის არენა – 10500 კვ.მ, საცურაო აუზი- 5500 კვ.მ.

ყინულის არენა სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარებისთვის იქნება განკუთვნილი. სახეობები: – ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი. გარდა ამისა იქ კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, დღესასწაულები, კონცერტები და გამოფენები მოეწყობა.

ტურნირის პარალელურად ფიდეს კონგრესი, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების არჩევნები გაიმართება.

 

შემთხვევითი სიახლე

ნავთობის 10%-ით გაიაფება საქართველოში ბენზინს 1 თვეში 4 თეთრით, 4 თვეში 11 თეთრით აიაფებს

თბილისი (BPI) – თუ შევადარებთ ბენზინის ფასს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ …