ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის

თბილისი (BPI) – ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. ღონისძიებასთან დაკავშირებით ბათუმში იმყოფებიან ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია, რომლებსაც მერის მოადგილე ლელა სურმანიძე შეხვდა.

კომისიის წევრები ბათუმში ორი დღის განმავლობაში დარჩებიან და ქალაქში არსებულ სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებენ.

ACES Europe-ი არაკომერციულ ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში დაფუძნდა. ის ყოველწლიურად ახდენს ევროპული ქალაქებისთვის ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსების მინიჭებას.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …