ბათუმში ”რვაფეხას” რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

თბილისი (BPI) – ბათუმში ”რვაფეხას” რეაბილიტაცია მაისში დასრულდება, მანამდე კი შადრევანი ჩაირთვება, რომელიც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილია.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, რვაფეხა, იგივე კაფე “ფანტაზიას” რესტავრაცია მალე დასრულდება.

მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტორისგან, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

კაფე “ფანტაზიის” დანგრევის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა, მის გადასარჩენად, ბათუმელების ნაწილი აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აფინანასებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …