Close up of Credit History form

ბანკის მსესხებელი ნეგატიურის სტატუსს იხსნის

თბილისი (BPI) – სებ-ი  “კრედიტინფოში” მსესხებლის  კლასიფიკაციის კონცეპტუალურ ცვლილებაზე აცხადებს. მომხმარებელს “ნეგატიური” სტატუსი აღარ მიენიჭება. ბაზაში შევა საკრედიტო ისტორიის ფაქტობრივი მონაცემები.

საკრედიტო ბიურომ  სებ-ის ახალი რეგულაციით  უნდა იოპერიროს. ყველა სესხის გამცემს, ბანკი იქნება  თუ მ/ო ბიუროს წევრობა  დაევალება. ამასთან  მხოლოდ 1 არსებული “კრედიტ ინფო” არ მოიაზრება. რეგულაცია რამდენიმეს მოქმედებას არ ზღუდავს.

როგორ  კლასიფიცირდება პრობლემური მსესხებელი და  ვადაგადიცილებული სესხები, რა სტატუსი მიენიჭება, გაძვირდება თუ არა მომსახურება,  შემდეგ კი  გააძვირებს თუ არა ეს სესხებს,  შემოდგომაზე გაცხადდება.
სებ-მა  რეგისტრაციის, რეგულირების, აღრიცხვიანობის და ხელმისაწვდომობის წესის  პროექტები გამოქვეყნა. შენიშვნების და კითხვების გაგზავნა 21 აგვისტომდეა შესაძლებელი CreditBureau@nbg.gov.ge.

სებ-ი აქტიურად მუშოაბს  ბიუროში დაცულ მონაცემებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რამაც მომხმარებლების გადახდისუნარიანობის შეფასების ოპრტიმიზაცია უნდა უზრუნველყოს.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …