ბანკების “შავ სიაში” არსებული მოქალაქეებისთვის ახალი ინიციატივა მზადდება

თბილისი (BPI) – მთავრობა მუშაობს საკითხზე გამოასწოროს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ბანკების “შავ სიაში” არიან და ეკონომიკურ საქმინობაში ვერ ერთვებიან.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო ინიციატივით გამოვა.

„ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვახორციელებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ქმნის ბარიერს, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება საინტერესო წინადადების პრეზენტაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …