ბანკების ლობისტი პრემიერზე უკომპრომისოა

თბილისი (BPI) – სტუდენტური, აგრო, იპოთეკური სესხი, რომელი კრედიტები მოყვება ნოემბრის რეგულაციის ტალღაში,  მარეგულირებელი ჯერ დაზუსტებით  ვერ ამბობს.

ბანკების  ახლადარჩეულმა ლობისტმა,  ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ TV პირველზე განაცხადა, რომ საცალო დაკრედიტების ახალი დებულებით, ინდმეწარმეს და მეწარმე ფიზიკურ პირს (ფერმერი) კონკრეტული მიზნობრიობით უიოლდება სესხის აღება, თუმცა  არა მოქმედ, არამედ 1 ნოემბერს ასამოქმედებელ  გამკაცრებულ პირობებთან შედარებით.  ამასთან მსუბუქდება იპოთეკის პირობებიც, მსესხებლის 50-60% თანამონაწილეობის ხარჯზე შემოსავლების დადასტურების ვადლებულება იხსნება.

დებულების თავდაპირველი ვერსია ამ გამონაკლისებს არ ითვალისწინებდა. საბოლოო ვარიანტზე სებ-ის პრეზიდენტის ხელმოწერამდე  რამდენიმე დღეა დარჩენილი და  დამატებით  გამონაკლისს  სექტორი აღარ ელის.  ასიოციაციის პრეზიდენტი კი დებულების  შეჩერების ინიციატივით გამოდის, რაც ერთადერთი გამოსავალია, რადგან მასზე მორგება შეუძლებელია.

მიაჩნია, რომ ცვლილებებზე სექტორი   12 თვის განმავლობაში ვერ ადაპტირდება და შედეგად  მივიღებთ არსებული მსესხებლების  50% -ს, დაფინანსების გარეშე. უფრო მეტ დარტყმას კი სასტარტო რეჟიმში მყოფი პოტენციური მსესხებელი მიიღებს.

სებ-ის ახალი დებულება  ბაზრის ინტერესების დამცველის პირველი საქმეა.  ” სილქ როუდ ბანკის” გენერალური დირექტორისთვის მთავარი საქმე რა გახდება, ბანკის მართვა თუ  კოლეგების ინტერესების დაცვა  12 თვის გასვლამდე შევიტყობთ.  იმასაც, ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ შეუშლის ხელს ორივე ძირითად საქმიანობაში.

ალეკო ძნელაძე 3 წლის ვადით, 5 ოქტომბერს  აირჩიეს. ახლადდაფუძნებულ საქართველოს საბანკო ასოციაციაში  13   ბანკია გაწევრიანებული,  თურქული იშ ბანკის და ზირაათ ბანკი გარდა, ყველა.

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …