ბაკურიანში ველორბოლა გაიმართება

თბილისი (BPI) – ბაკურიანში ველორბოლა 12 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, სამთო ველოსპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე მოეწყობა. ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწევთ.

შეჯიბრის მიხედვით 3 გამარჯვებული გამოვლინდება.

ველორბოლის დასრულების შემდეგ ველოტრეისერების შოუ მოეწყობა. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება, მთელი დღის განმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლების განწყობაზე იზრუნებს DJ. ველორბოლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბაკურიანში სპორტული შეჯიბრის გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა.

2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში ველოპარკი მოეწყო. ველობილიკი არ კვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

თბილისი (BPI)  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო …