ბაკურიანი სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობის კანდიდატია

თბილისი (BPI) – ბაკურიანს სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობა სურს.

იქნება თუ არა ბაკურიანი მასპინძელი კურორტი 16 მაისს გაირკვევა.  ქვეყანა, სადაც  2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება საბერძნეთში დასახელდება.

როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში ამბობენ, ამ დროისთვის საქართველო  ერთადერთი კანდიდატია.

“მაისის შუა რიცხვებში გაირკვევა ბაკურიანი ოფიციალურად გახდება 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კურორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზამთრის სპორტისთვის. უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო და მჯერა,  ამ სპორტის ყველა გუშემატკივარი კიდევ უფრო გაერთიანდება ამ ღონისძიების ხარისხიანად ჩასატარებლად,“ – ამბობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის ,,სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …