ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის

თბილისი (BPI) – სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი 2023 წელს სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატია.

გახდება თუ არა კურორტი ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთში კურორტ კოსტანავარინოში 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე გაირკვევა.

საერთაშორისო სათხილამურო ორგანიზაციის (FIS) ცნობით, კონგრესი 13-18 მაისს იმართება.

ფედერაცია ბაკურიანზე ოფიციალურად წერს. აღნიშნავს, რომ კურორტზე 4000 მუდმივი მაცხოვრებლია, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და ბოლო წლების განმავლობაში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მილიონობით ევრო დახარჯა.

ბაკურიანს შეემატა ათობით ახალი საბაგირო და სასრიალო გზები 30 კმ-მდე გაიზარდა. კურორტზე აშენდა ახალი სასტუმროები, მთლიანობაში ლოგინების რაოდენობა 15000 აღემატება.

ამ ეტაპზე ბაკურიანს აქვს სამი სასრიალო არეალი: დიდველი, კოხტა და მიტარბი.

საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობის პერსპექტივით, მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდველზე ახალი სასრიალო არეალის გაშენებას გეგმავს, სადაც ასევე განთავსებული იქნება თოვლის პარკი.

ახალი არეალი, სადაც ოთხი ახალი საბაგირო დაემატება, სასრიალო გზებით დაკავშირებული იქნება დიდველის მთასთან. მიმდებარედ ასევე შესანიშნავი ადგილია ჩემპიონატის როგორც გახსნისა და დახურვის, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიალისთვის.
ფედერაცია ასევე აღნიშნავს, რომ თებერვალში ბაკურიანში დიდველის მთაზე წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი სკიკროსში.