ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

თბილისი (BPI) –  ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიუ ფაზაშია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი მოიცავს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 8 კილომეტრი ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაციას. ასევე, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტუმრები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

ნინო ჩიქოვანი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ …