ბახტაძეს პრემიერად ელიან

თბილისი (BPI) – ბახტაძეში  ექსპერტები მომავლის  დიდ პოლიტიკოსს ხედავენ.

სტარტაპის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში საბანკო თემის წამოწევას, ემზარ  ჯგერენაია,  ფინანსთა მინისტრის  პოლიტიკური ქულების შეგროვებას უკავშირებს, რაც მას საპრემიერო „კენჭისყრაში“ წაადგება.

ემზარ ჯგერენაიას  თქმით,  პოპულისტობისთვის საფინანსო სექტორის თემა ზედმეტად სენსიტიური იყო და  უფრო ფაქიზად უნდა მიდგომოდნენ. მას  მიაჩნია, რომ სტარტაპის კაპიტალში სახელწიფოს თანამონაწილეობის  ბანკებთან შეთნხმება, ხმაურის გარეშეც შესაძლებელი იყო და უფრო პროდუქტიულიც.

მითუმეტეს, რომ მთავრობასთან დახურული კონსტრუქციული შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებისგან გაცხადდა, რომ  ეს პროექტი  მასობრივი არ  იქნება და  სულ თითზე ჩამოსათვლელი ქეისის  დაფინანსებას მოიაზრებს.  50%/50%  თუ 60%/50%,   პროპორციას საბანკო სექტორი,  სამინისტროსთან მაისში  შეაჯერებს.  ექსპერტების  მოლოდინით, ბახტაძე თავისივე  ჩანიშნული შეხვედრის მასპინძლობას, მინისტრობის ვადაში მოასწრებს.