ბახტაძე ვალების ჩამოწერის ერთჯერად სოლიდარობის აქტს წარმატებულს უწოდებს

თბილისი (BPI) – პრემიერი სესხების ჩამოწერის ერთჯერად სოლიდარობის აქტს წარმატებულს უწოდებს.

“ვალი 600 000 მოქალაქეს ჩამოეწერა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ. 2019 წლის 1-15 იანვრამდე განულების პროექტში 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

რომ არა “ქართუს” მხარდაჭერა ასეთი პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდებოდა. პროექტის მიღმა დარჩა საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი, ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ მოვუწოდოთ, შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათი მსესხებლებს, ისევე, როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ უკვე დაანონსა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …