ბახტაძე: ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი შანსია სავაჭრო დეფიციტის დასაფინანსებლად

თბილისი (BPI) – პრემიერი მამუკა ბახტაძე ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმს ისტორიულ შანსს უწოდებს საქართველოდან ექსპორტის გასაზრდელად და მტკივნეული სავაჭრო დეფიციტის დასაფინანსებლად, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა და ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …