ბაღებსა და სკოლებში მობილური ტელეფონით ისწავლიან

თბილისი (BPI) – „არ შეიძლება, ყველა სკოლაში ერთდროულად იწყებოდეს სწავლა, ერთდროულად იყოს არდადაგეები და ერთდროულად სრულდებოდეს?“, – მიხეილ ბატიშვილისთვის დეპუტატ რევაზ არველაძის პირველი კითხვა ტექნიკურ საკითხებს შეეხო. შინაარსობრივზე არავის გამოუთქვამს პრეტენცია.

გაერთიანებული სამინისტროების მომავალი ხელძღვანელი მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად გაციფრულების ინიციატივით გამოვიდა. დიჯიტალიზაცია და სისწრაფე ახალი პრემიერის კაბინეტის ერთგვარი ტრენდია.

გამხსნელი პროექტი იქნება „ფიცრული სკოლის კონცეფცია“ – იდეალური სკოლის კონცეფცია, ყველა ასაკის და პროფესიის მოქალაქისთვის. „ტექნოლოგიასთან წვდომა მეტ ბავშვს“ – სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც სპორტის განათლების, მეცნიერების და კულტურის გაერთიანებულ სამინისტროს გაუძღვება, სკოლამდე და სასკოლო განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურულ წინსვლაზე და ხარისხობრივ ჩამორჩენაზე განაცხადა. მიაჩნია, რომ დროის მოტანილ ტექნოლოგიებს და მასზე დამოკიდებულებას სისტემა არ უნდა შეეწინააღმდეგოს მობილურ სერვისებზე ბავშვების დამოკიდებულება საგანმანათლებლო კონტენტში უნდა გადავიდეს.

მიშა ბატიაშვილის ინიციატივებს შორის პირველია ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა, სასწავლო, საკონსულტაციო, საინფორმაციო მასალა მოიყრის თავს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მან უმაღლესი სასწავლებლებელის აკრედიტაციის შეცვლაზეც განაცხადა. განათლების ამ და ყველა საფეხურზე საერთაშორისო სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …