„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს.

ხელშეკრულებას „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა ლუ ჟუნგმინგმა  ჩინეთში მოაწერეს. პროექტის ფარგლებში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ბადაგონის ქართული კულტურის ცენტრების, ბადაგონის პრემიუმ კლასის შოუ რუმებისა და ბრენდის წარმომადგენლობითი ცენტრები გაიხსნება.

როგორც “ბადაგონში” ამბობენ, მსგავსი პროექტი არცერთ ქართულ კომპანიას არ განუხორციელებია და ამ გრანდიოზული პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია – უკვე გახსნილია 5 ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით „ბადაგონი“ ქალაქებში ლექინგ, ტაიძოუ, თიენძინი, დატონგი და სხვა.

ბადაგონის ჩინელმა პარტნიორმა აღნიშნა, რომ „ბადაგონი“ ღვინოს ქმნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან, აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ჰყავს მსოფლიო დონის ენოლოგი, რაც ერთობლიობაში „ბადაგონის“ ღვინოების მაღალი ხარისხის გარანტია.

„ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია ისეთ ხარისხიან ბრენდში, როგორიც „ბადაგონია“ და გავაცნოთ ჩინელ ხალხს ქართული კულტურა და საუკეთესო ქართული ღვინო“ – განაცხადა ლუ ჟუნგმინგმა.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …