“ბადაგონის” დაფუძნებლები: სავარაუდოდ კომპანიის ხელში ჩაგდება დავით ბეჟუაშვილს სურს

თბილისი (BPI) –  “ბადაგონის” დამფუძნებლები ღვინის კომპანიისადმი ინტერესების არსებობაზე საუბრობს. გოგი სალაყაიას განცხადებით, დავით ბეჟუაშვილი დაინტერესებულია კომპანიით და მისი ჩაძირვა სურს.

ღვინის კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლები საკითხში სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ.

“დღეს როცა კომპანია გახდა ლიდერი, ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო ადგილზე, კომპანია გახდა საინტერესო და ბრძოლა დაიწყეს. მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი კომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს პიროვნება არის დავით ბეჟუაშვილი, რომელიც დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დავით ბეჟუაშვილი და სავარაუდოდ კახა დამენია. მაშინ გადაგვარჩინა მომხმარდმა პოლიტიკურმა მოვლენებმა”, – აღნიშნა სალაყაიამ.

როგორც სალაყაია ამბობს, “ბადაგონმა”  კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან” წილები 2014 წელს შეიძინა და საბუთები სამართლის სრული დაცვით გაფორმდა. შეგახსნებთ, რომ „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.