ავიაკომპანია SkyUp-ს საკუთარი ბოტი აქვს

თბილისი (BPI) – უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp-მა Telegram-ის მესინჯერში საკუთარი ბოტი გაუშვა. აღნიშნული სერვისით მგზავრებს საკუთარი რეისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია.

SkyUp-ის ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მისამართზე: https://t.me/SkyUpAero_bot

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ავიაბაზარზე SkyUp-მა ოპერირება რამდენიმე თვის უკან დაიწყო და „ლოუკოსტ“ სეგმენტში ოპერირებს.
სამომავლოდ ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს გეგმავს საქართველოს მიმართულებით, თუმცა SkyUp-მა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …