ავიაკომპანია Emirates-ი თანამშრომლებს ეძებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Emirates-ი თანამშრომლებს ეძებს. ავიაკომპანიამ კასტინგი უკვე გამოაცხადა, რომელიც დუბაიში 13-28 აპრილს გაიმართება.

როგორც Emirates-ში აცხადებენ, მათ ესაჭიროებათ გახსნილი, კვალიფიციური და მეგობრული ადამიანები, რომლებიც ბორტზე მგზავრებს მოემსახურებიან. ამ დროისათვის Emirates-ი რეისებს მსოფლიოს 159 მიმართულებით ასრულებს, ხოლო მისი ავიაფლოტი 269 ხომალდს ითვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Emirates-ი მიიჩნევა ავიალაინერების: Boeing 777-სა და Airbus A380-ის ყველაზე დიდ მომხმარებლად.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …