ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას 31 მაისს დაანონსებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის.

დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს. სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხელს უწყობს დასაქმებასაც. შესაბამისად, უკვე შეიქმნება 1,500-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ვანში დაგეგმილ ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრება.

დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …