აშშ საელჩო და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსს აცხადებს

 

თბილისი (bpi) – აშშ საელჩომ და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ფულბრაიტის კონკურსის დეტალებზე ისაუბრეს.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტორ პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში. პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა ან საინჟინრო მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორი სტუდენტი აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. ხსენებული სტუდენტები შეირჩევიან 2018 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად.

„საქართველოს ბანკის მიზანია, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სწავლისთვის სტიპენდიების დაწესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის გზით, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო განათლება. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. აშშ მთავრობასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას მიიღოს დაფინანსება აშშ –ში წამყვანი უნივერსიტეტის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

2014-2017 წლებში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით კონკურსის 6 გამარჯვებული გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ, ფულბრაიტის პროექტის დაფინანსების მოცულობამ 560,035 ლარია შადგინა.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს: http://istudy.ge/

შემთხვევითი სიახლე

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში პლატოზე საშემოდგომო დარგვები დაიწყო

თბილისი (BPI) – ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, “ბორჯომის გმირი”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის …