აპრილში საარსებო მინიმუმი 176,9 ლარით განისაზღვრა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმი 2018 წლის აპრილში 176,9 ლარით განისაზღვრა, მაჩვენებელი უცვლელია მარტთან მიმართებაში.

სამაგიეროდ, ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 6,1 ლარით არის გაზრდილი, 2017 წლის აპრილში მაჩვენებელი 170,8 ლარს შეადგენდა.

“საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 156,7 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 296,7 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 156,7 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 416,7 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …