აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 12 %-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 40,413 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36, 190).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 156 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 % მეტია (146).

2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 118,433 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 % მეტია.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაშია. პირველი ეტაპის სამუშაოები პრაქტიკულად სრულდება. ჩვენ ამ დროისთვის განვახორციელეთ შემდეგი სამუშაოები: ეს არის 60 ათასი კუბური მეტრი მიწის ექსკავაცია, დაახლოებით 8 ათას კვადრატულ მეტრზე მთლიანად მოეწყო საძირკველი. ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დასაწყისისთვის ჩვენ უკვე დავიწყებთ ტერმინალების შეერთების ფაზას, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში გვექნება 6 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში დაახლოებით ათასზე მეტი მგზავრის მომსახურებას. ეს არის დაახლოებით 6 რეისი,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …