Apple Watch 4 – ახალი ინტერფეისით და შეცვლილი გაბაროტებით

თბილისი (BPI) – კომპანია Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დაიწყო, სცენაზე ტიმ კუკი გამოჩნდა. ტიმ კუკი სტუმრებს მიესალმა სტივ ჯობსის სახელობის თეატრში. კომპანიის მთავარამა აღმასრულებელკმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს ტიმ კუკი ჯადოსნურ უწოდებს, რადგანაც კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს.

“Apple შეიქმნა იმისთვის რომ კომპიუტერი უფრო პერსონალური გაეხადა. მომხმარებელს კომპანიაყველაფრის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. Apple -ის მაღაზიებს ყოველდღე 500 მლნ მომხმარებელი სტუმრობს, iOS-ის დაახლოებით 2 მლრდ მოწყობილობა გადაიტვირთება უახლოეს წუთებში. iOS ცვლის ჩვენს ცხოვრებას, განათლების ხელმისაწვდომობას, სამსახურს”.

კუკის თქმით, კომპანია დღეს 2 პროდუქტს წარადგენს. მან უპირველესად Apple Watch-ით დაიწყო, პროდუქტი ჯეფ უილიამსმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, Apple Watch ახალ დონეზე გადადის. მას საინტერესო ფორმულირება აქვს, ჯანმრთელობა და ფიტნესი.

ახალ პროდუქტს Apple Watch 4 ახალი ინტერფეისი აქვს, ზომა გაზრდილია, თუმცა გაცილებით უფრო თხელია, ახალი ფუნქციებით.

ციფერბლატი გაცილებით უფრო დინამიურია, გაცილებით უფრო მეტად აღიქმება წყლი, ცეცხლი… ხმის გამაძლიერებელი ძლიერია, საათში მეოთხე თაობის S4 ჩიპია.

Apple Watch 4 Series გრძნობს როდის ეცემა და შეუძლია ზომები მიიღოს. საათი გრძნობს და თავის პატრონს პულსის მატებას ატყობინებს. საათი ადგენს ელექტროკარდიოგრამას, ჯანმრთელობის შესახებ პაპკაში კი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ინახება, რომელიც დაეხმარება ექიმს დიაგნოზის დასმაში

საათს აქვს Bluetooth 5.0, ბატარეა 18 საათი, აქტიური მუშაობის პერიოდში 6 საათი.

Apple Watch-ის ფასი GPS-ვერსია – 399 დოლარიდან იწყება, მობილური ვერსია 499 დოლარიდან. მესამე თაობა ახლა უკვე 279 დოლარიდანაა.

watchOS 5 ბაზარზე უკვე 17 სექტემბრიდან გამოჩნდება, პროდუქტის შეკვეთა პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …