Apple-მა “ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი შექმნა

თბილისი (BPI) – კომპანია Apple-მა Colgate-თან თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტის „ნაყოფი“ ე.წ. „ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი წარადგინა.

„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი E1 კბილების სისუფთავეს აკონტროლებს და უზრუნველყოფს. ის მომხმარებელს მიუთითებს იმ ადგილებზე, რომელიც კბილების ხეხვის დროს დარჩა გასასუფთავებელი. მას შეუძლია ასევე შეადგინოს პირის ღრუს რუკა და ინფორმაცია მეპატრონეს სმარტფონზე მიაწოდოს.

ასევე შემქმნელებმა Е1-ში ჩააპროგრამეს 2 სპეციალური თამაში, რომელიც კბილების სისუფთავისთვის მაკონტროლებენ ფუნქციას ატარებს. თამაშის მიხედვით „გამომუშავებული“ მონეტების რაოდენობა დაკავშირებულია იმაზე, რაც უფრო მეტი ხნით ხდება კბილების წმენდა.

„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისის ელემენტი დამუხტვის გარეშე 10 დღის განმავლობაში ფუნქციონირებს. E1-ს ღირებულება კი 99,95 დოლარია.