Apple-ის მენეჯმენტი ახალი პროდუქტების წარსადგენად მზად არის

თბილისი (BPI) – კომპანია Apple-ის ახალ კამპუსში ახალი პროდუქტების პრეზენტაცია იწყება.

დარბაზში უკვე შეკრებილია ჟურნა;ლისტები და კომპანიის ტოპ მენეჯერები.

წინასწარი ინფორმაციით, „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ბაზარზე გამოიტანს ახალ ფლაგმანებს: iPhone XS, iPhone XS Plus და iPhone 9.

ვიდრე iPhone-ს მოყვარულები ახალი მოდელის დიზაინისა და შესაძლებლობების გამოცნობაზე იყვნენ ორიენტირებულნი, გერმანულმა პორტალმა Macerkorf ევროპისთვის ახალი iPhone-ს ფასების ნუსხა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

პორტალი წერდა, რომ ევროპაში iPhone 9-ს ღირებულება 799 ევრო იქნება, iPhone XS-ი 909 ევრო ეღირება, ხოლო iPhone XS Plus-ის ფასი კი 1149 ევრო იქნება. ახალ გაჯეტებს 64 GB მეხსიერება ექნება, თუმცა გაყიდვაში იქნება 256 GB მეხსიერების მქონე სმარტფონებიც, რომელიც 170 ევროთი ძვირი ეღირება. გავრცელებული ინფორმაციით, წელს Apple 512 GB მეხსიერების მქონე სმარეტფონსაც გამოიტანს, თუმცა რა იქნება მისი ღირებულება ეს ჯერ გასაიდუმლოებულია.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …