ანგარიში: სამედიცინო მოსაზრება ელექტრონულ სიგარეტებზე, მწეველებს შორის მათი მოხმარების ნებადართულობიდან – ხელშეწყობისკენ იცვლება

თბილისი (bpi ) – ელექტრონული სიგარეტი ბევრ ქვეყანაში ბინძურ სიტყვად იქცა, აგრეთვე არსებობს პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ელექტრონული სიგარეტი გავლენას ახდენს არამწეველებზე, შესაძლოა ეს ჩვევა მათთვის მიმზიდველ გამოცდილებად იქცეს და მოწევა დაიწყონ.

თუმცა, ვაშინგტონში ჩატარებულ შეხვედრაზე,  წამყვანი სამედიცინო ექსპერტები შეთანხმდნენ რომ  ელექტრონული სიგარეტი უნდა იყოს ლეგალური, თუმცა მისი მოხმარება დარეგულირდეს. გამოითქვა აზრი რომ აქტიურ მწეველებს შორის მათ გავრცელებას ხელი უნდა შეეწყოს და  ამავდროულად  ჩვეულებრივ სიგარეტებზე გადასახადები ფაიზარდოს..

ბევრი ქვეყანა, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საემიროები და ახალი ზელანდია, სადაც ელექტრონული სიგარეტები და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები აიკრძალა, ახლა დაკვირვების ქვეშაა.

ცნობილია, რომ ელექტრონული სიგარეტები და მსგავსი მოწყობილობები ნაკლებ საზიანოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. დიდ ბრიტანეთში  გადაწყვიტეს,რომ  ელექტრონულ სიგარეტებს, როგორც დამხმარე საშუალებას, მხარი დაუჭირონ.

“მას მერე, რაც ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები გამოჩნდა, გაერთიანებულ სამეფოში თამბაქოს მოხმარება მალევე შემცირდა”, – აცხადებს Action on Smoking and Health UK-ის (ASH) პრეზიდენტი დებორა არნოტი.

“2022 წლისთვის, თამბაქოს კონტროლის ჩვენი გეგმა, ზრდასრული მწეველების 15.5%-დან 12%-მდე, ხოლო ახალგაზრდა მწეველების 8%-დან 3%-მდე შემცირებას ისახავს მიზნად.

გაერთიანებულ ერებში, 2013 წლიდან მოყოლებული, ელექტრონული სიგარეტების მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურია, ხოლო არამწეველთა მიერ იგივე ელ-სიგარეტების მოხმარება ძალიან დაბალია.

მოწევასთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს საყოველთაო სტრატეგია სანამ ხელისუფლება ელექტრონული სიგარეტების მოხმარების შესახებ რაიმეზე შეთანხმდება.

გლობალური ფონდ Tobacco Atlas Report-ის მონაცემების მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალულია, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამო 2,900 ადამიანი დაიღუპა.

ამავე ანგარიშის თანახმად, მოწევით გამოწვეული დაკარგული პროდუქტიულობისა და ჯანდაცვის ხარჯების გამო, ქვეყანამ 569 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

მსხვერპლთაგან უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ (2,718), ხოლო ქალების რაოდენობამ 265 შეადგინა.

სანამ ევროკავშირი, პროდუქტის რეგულირების მინიმალური სტანდარტების დასადგენად რეკლამებისა და გადასახადების მეშვეობით თამბაქოს კონტროლის უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობს, დიდი ბრიტანეთი წინ წავიდა.

2007 წელს დიდ ბრიტანეთში მოწევის დონე ევროპაში არსებულ საშუალო მაჩვენებელის – 33%-ს უტოლდებოდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 17%-მდე დაეცა.

შვედეთი ერთადერთია ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც მწეველთა რაოდენობის თვალსაზრისით ამ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

დიდ ბრიტანეთში სიგარეტის სარეკლამო ბილბორდები და ელექტრონული სიგარეტების გაყიდვები  დაშვებულია, თუმცა სტანდარტები რეკლამებზეც ვრცელდება.

მოწყობილობებზე დატანილი უნდა იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილებები და სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ ზრდასრული ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებსა და მასთან დაკავშირებულ ატრიბუტებს ბავშვების, ან ახალგაზრდების დახმარებით შეიძენენ.

ევროპაში, ელექტრონული სიგარეტების შესახებ გზამკვლევი ჯერ არ გავრცელებულა, რაც ბაზარზე გარკვეულ დაბნეულობას იწვევს.

“დიდ ბრიტანეთში, 2013 წლიდან მოყოლებული, ელექტრონული სიგარეტების მოხმარება სტაბილურია, ხოლო არამწეველთა მიერ მათი მოხმარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია”, – აღნიშნავს არნოტი.

“ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა წყალობით ზიანი შემცირდა, უნდა წახალისდეს. National Institute for Clinical Excellence-მა კი, ზიანის შემცირების მიზნით, უახლესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მითითებების შესახებ შეთავაზება წარადგინა.”

2018 წლის იანვრამდე დადგინდა 2,927 ელექტრონული სიგარეტი და მათთვის განკუთვნილი 30,831 სახეობის სითხე, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში დაშვებულია.

2018 წელს გამოქვეყნებულ PHE-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, სადაც ელექტრონული სიგარეტების ნაცვლად, შესაძლოა ჩვეულებრივი თამბაქოს მოწევა უფრო სარგებლიანი აღმოჩნდეს.

 

UK Centre for Tobacco and Alcohol Studies-ის პროფესორი თამბაქოზე დამოკიდებულების საკითხებში ენნ მაკნეილი აღნიშნავს, რომ ბრიტანელ მიმომხილველებს არ წარუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარების შედეგად ადამიანებმა მოწევას თავი დაანებეს.

“განათლება და ტრეინინგები აუცილებელია იმისათვის, რომ მწეველებს, ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებით საუკეთესო რჩევები მისცე, რათა მათ მოწევისთვის თავის დანებება შეძლონ”, – ამბობს პროფესორი.

“სიგარეტის მოწევიდან ელექტრონულ სიგარეტებზე სრულად გადასვლას ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს.

“ბრიტანეთში მწეველთა 60%-მა გასინჯა ელექტრონული სიგარეტი, დარჩენილია კიდევ 40%, რომელსაც ჯერ არ გაუსინჯავს, მათ მოწევისთვის თავის დანებებაში უნდა დავეხმაროთ.”

მიუხედავად შეცვლილი პროფესიული მოსაზრებისა, ზოგიერთ მედიკოსს, მათ შორის გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, არ სჯერა ეს ყველაფერი და ამბობს, რომ მწეველების ჯანმრთელობაზე ელექტრონული სიგარეტების გავლენის სრულად შესწავლისთვის უფრო მეტი დრო და მონაცემია საჭირო.

“ადამიანებს ჰგონიათ, რომ ელექტრონული სიგარეტები უვნებელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგი ქიმიკატების შემცველია, რის გამოც, სამომავლოდ პრობლემები შეგვექმნება”, – განაცხადა დუბაის Canadian Specialist Hospital-ის ექიმმა მოჰამედ მაკი შალალმა გასულ წელს, The National-თან საუბრისას.

შემთხვევითი სიახლე

ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოეწყობა

თბილისი (BPI) – ხობის მუნიციპალიტეტ სოფ. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში მემორიალური მუზეუმის მოწყობა იგეგმება. …