ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა განხილვის პროცესშია

თბილისი (BPI) – „ანაკლია სითიმ “ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევის ის შედეგები განიხილა, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა წარადგინა.

წამყვან ბრიტანულ კომპანია BuroHappold Engineering-თან „ანაკლია სითიმ“ ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გააფორმა. კომპანიას ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ზონის ანალიზი, პროექტის განხორციელების კვლევა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენა დაევალა

BuroHappold Engineering-ი კვლევის პროცესში შეხვდა სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70 მდე ლოგისტიკის, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს.

BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს წარმატებით მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …