“ანაკლია” ფრანკფურტში ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმზე

თბილისი (BPI) –  ანაკლიის პროექტები ფრანკფურტში  „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა  წარადგინა. ის სპიკერი იყო სადისკუსიო პანელზე „ლოგისტიკა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილემ თედო ჯაფარიძემ  საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ღონიეძიებას, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლების პატრონაჟით ჩატარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც. ფორუმი გერმანული საინვესტიციო კორპორაციის (DEG) ხელმძღვანელმა, კრისტიან ლაიბახმა გახსნა და ის ქართულ-გერმანული ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს  მიეძღვნა.

ფორუმი – „გერმანულ-ქართული ბიზნესი და კოოპერაცია“  KFW-ი, გერმანიასა და ევროპაში ლიდერი, გერმანული სახელმწიფო ბანკის ოფისში გაიმართა.   შეხვედრაზე  საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს;  ლოგისტიკა და ტრანსპორტი, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლება და გადამზადება, გერმანული ინვესტიციები საქართველოში.

ღონისძიების მხარდამჭერები: GIZ, UNIDO, DWV , OAOEV და “აწარმოე საქართველოში“.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …