ამბროლაურში უფასო WiFi განახლდა

თბილისი (BPI) – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამბროლაურში უფასო WiFi სისტემა უკვე განახლდა.

პროექტი საწყის ეტაპზე სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და 5 000 ევროს გრანტით დაფინანსდა. მომსახურების ყოველთვიურ ხარჯებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

ამბროლაურში ინტერნეტი ულიმიტო იქნება და ერთ ადამიანს სარგებლობა განუსაზღვრელი დროით შეეძლება.

პროექტის მიზანია ტურისტული პოტენციალის გაზრდა და მოსახლეობაში ინფორმაციული დონის ამაღლების ხელშეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …