“ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების მენეჯმენტს Sophos Hotels-ი განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ალიანს ჯგუფის” პროექტ “ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების მენეჯმენტს საერთაშორისო ოპერატორი Sophos Hotels უზრუნველყოფს.

კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში სასტუმროების მართვის, მათ შორის არის Courtyard by Marriott შვეიცარიაში, Hyatt-საფრანგეთში, Ramada შვეიცარიასა და ბულგარეთში, Hilton თურქეთში და ა.შ.

“ალიანს ჰაილაინი” Sophos Hotels-ის პოტრფოლიოს 2020 წლიდან შეემატება, თუმცა მუშაობა ახალი კომპლექსის მართვის მიმართულებით უკვე დაწყებულია” – განმარტავენ კომპანიაში.

“ალიანს ჯგუფის” ცნობით, Sophos Hotels-ი “ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების გაქირავებასაც უზრუნველყოფს, შესაბამისად კლიენტების ბიზნესის მართვაში საერთაშორისო კომპანია იქნება ჩართული.

“ალიანს ჰაილაინი” მრავალფუნქციური კომპლექსია თბილისში და მოიცავს 3 ცათამბჯენს, ყველაზე მაღალი 40 სართულიანია და მასში მდიდრული საცხოვრებელი რეზიდენციები განთავსდება. მეორე და მესამე ცათამბჯენები კი აპარტამენტებს და სასტუმროს მოიცავს.

„ალიანს ჰაილაინის“ კომპლექსში მესამე ცათამბჯენი “ვინდამ გარდენს“ ეკუთვნის. ამერიკული ბრენდი – Wyndham Hotel Group სასტუმროებისა და კურორტების უმსხვილესი ქსელია. კომპანია 1981 წელს, ტეხასში დაარსდა, დღეს მსოფლიოს 76 ქვეყანაში 7800 სასტუმროს მფლობელია.  სწორედ „ვინდამ გარდენის“, რომელიც ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება თბილისში, მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Sophos Hotels-ი.

 

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …