ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში ₾40 მლნ-მდე ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია ალდაგის შვილობილი კომპანია პრემიუმ რეზიდენსი  საქართველოში  51 ერთეულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს გახსნის.

“საქართველოს კაპიტალის” ცნობით, კომპანიამ ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრების გახსნა/ექსპლუატაციის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლომდე გასტანს. თითო სატვირთო ავტომობილის ინსპექტირება 100 ლარი, მსუბუქის კი, 60 ლარი ეღირება.

წინასწარი შეფასებით, საკონტროლო პუნქტების მოწყობაში 35-40 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ინვესტიციისთვის თანხა საკრედიტო ხაზებით იქნება მოზიდული.

gbc.ge

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …