ახალი ზელანდიის iQOS-ის ქეისი და მოულოდნელი შედეგი Philip Morris International-ისთვის

თბილისი (BPI) – თუ ელექტრონული სიგარეტების შესახებ ახალ ამბებს თვალს ადევნებთ, შენიშნავდით, რომ Heat not Burn-ს (HnB) ყველა ბაზარზე იოლი გზა ნამდვილად არ გაუვლია. მიუხედავად იმ გასაოცარი წარმატებისა, რასაც iQOS-მა იაპონიაში მიაღწია (ორი წლის განმავლობაში სიგარეტის ბაზრის 15%-ზე მეტი დაიკავა), ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მწეველებისთვის უფრო დაბალი რისკის შემცველი ვარიანტის მიწოდების ნაცვლად, სიგარეტზე დაწესებული გადასახადების შეგროვება გადაწყვიტა.

ერთ-ერთი მსგავსი მაგალითი ახალი ზელანდიის შემთხვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გარკვეულ (არათანაბარ) პროგრესს ახორციელებდა ელექტრონული სიგარეტების თვალსაზრისით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, iQOS-თან დაკავშირებით ძლიერი ანტიპათია გამოხატა. Philip Morris International-მა (PMI) iQOS მოწყობილობისა და Heets-ების გაყიდვა 2017 წლის დასაწყისში დაიწყო; საპასუხოდ სამინისტრომ კომპანიას კანონის დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა. სინამდვილეში კი, სამინისტროს მოტივი ქვეყანაში საღეჭი თამბაქოს აკრძალვა იყო.

ჯანდაცვის სამინსიტროს ვერსიის თანახმად, Philip Morris-მა თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შესახებ კანონის 29-ე მუხლი დაარღვია, რაც კრძალავს იმ ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტის იმპორტს, გაყიდვას, ან რეკლამირებას, რომელიც განკუთვნილია “ღეჭვის, ან ნებისმიერი სახის სხვა ორალური გამოყენებისთვის (მოწევის გარდა)”. ტექნიკურად, Heets-ები ამ კანონის ქვეშ ექცევა, ვინაიდან მას ვერ მოწევ, რადგან მისი თამბაქო არ იწვის. ეს კანონი 1990 წელს დაიწერა როდესაც HnB-ს მომავალი დიდად არ ჩანდა.

დაკარგული მიზეზი?

საქმის სასამართლო განხილვა 5 მარტს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის განმავლობაში დაცვის მხარემ უამრავი მტკიცებულება წარადგინა, ხალხს მაინც ეგონა, რომ მოსამართლე ჯანდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ბოლო-ბოლო, დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც თამბაქოს კომპანიამ ჯანდაცვის ორგანიზაციას სასამართლოზე მოუგო. ბევრი ადამიანი, მათ შორის ადვოკატები, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, ფიქრობს, რომ iQOS სინამდვილეში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან.

“ასე რომ, ზოგიერთ ადამიანს წინ სიურპრიზი ელოდა და ვაღიარებ, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, მეც ისევე ჩამომივარდა ყბა, როგორც სხვა დანარჩენს”, – წერს სტატიის ავტორი.

Philip Morris-მა საქმე მოიგო.

დიახ, ეს ასეა; ველინგტონის რაიონულმა სასამართლომ თავისივე მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ წაყენებული ბრალდებები არ დააკმაყოფილა და გამარჯვება თამბაქოს კომპანიას არგუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ PMI-ს ახალ ზელანდიაში Heets-ების გაყიდვა შეუძლია, რაც iQOS-ს, ნებისმიერი ახალი ზელანდიელი მწეველისთვის, რომელსაც უფრო უსაფრთხო ვარიანტზე გადასვლა სურს, ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცევს.

წინა მთავრობამ ელექტრონული სიგარეტის სითხეების ლეგალიზების შესახებ პირობა დადო, თუმცა შრომის-მწვანეთა კოალიცია, რომელმაც იგი ჩაანაცვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხს ითრევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებს საჭირო სითხის იმპორტირება უხდებოდათ, რაც ძვირადღირებული და რთული პროცესია.

და რა მოხდა?

გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული სიგარეტების წინააღმდეგ ჩივილი, მაგრამ როცა მათ ეს გააკეთეს, კანონის მკაცრ ფორმულირებაზე დაფუძნებული ტექნიკური სამართლებრივი არგუმენტის გამოყენება გადაწყვიტეს.

თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შესახებ კანონი ნათლად მიუთითებს “თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე”, რომელიც განკუთვნილია “ღეჭვისა, თუ ნებისმიერი სხვა ორალური გამოყენებისთვის”. Heets-ი, რა თქმა უნდა, თამბაქოს პროდუქტია; დამუშავებული თამბაქო – ეს მისი მთავარი კომპონენტია. იგი აგრეთვე განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის – გამოყოფილ ორთქლს ადამიანი პირით ჩაისუნთქავს და იმის გამო, რომ ამ პროცესში წვა არ ფიგურირებს, ეს რა თქმა უნდა, არ არის მოწევის პროცესი.

ღირს დაფიქრება. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი, შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის აკრძალვა სურდა, რადგან მისი გამოყენება მოწევა არ არის. ახალი ზელანდიის ხელისუფლებისთვის ეს პრობლემად იქცა, რადგან ეს არ არის სიგარეტი და არის სპეციალურად შემუშავებული პროდუქტი, რომელიც გაცილებით უსაფრთხოა.

Philip Morris-ის გუდი არ შეშინდა ეს აღენიშნა. მათ სასამართლოს შეახსენეს, რომ კანონის ნაწილი სპეციალურად დაწერილი იყო საღეჭი თამბაქოს აკრძალვის მიზნით, რაც პირის ღრუს სიმსივნეს უკავშირდება, ასევე აღნიშნეს, რომ არ უნდა დაიჯაბნოს პროდუქტი, რომელიც მოწევის შედეგად არსებული ყველა ზიანის აღმოსაფხვრელად არის შექმნილი. დაცვის მხარემ წარადგინა ექსპერტი მოწმე, რომელმაც ახსნა, თუ რაოდენ უსაფრთხოა HnB (Heat not Burn) მოწევასთან შედარებით. ჯანდაცვის სამინისტრო იმტკიცებოდა, რომ ეს არგუმენტები შეუსაბამო იყო, თუმცა მოსამართლე არ დაეთანხმა.

კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც მოსამართლემ საქმის გასანადგურებლად გამოიყენა, ლეგალური ხერხია, რომელსაც Ejusdem Generis ჰქვია. Ejusdem Generis-ის ფორმულა შემდეგია – თუ კონკრეტული სიტყვა აღწერს რაღაც მოვლენას, მაშინ ნებისმიერი ჩვეულებრივი სიტყვა, რაც ამ კონკრეტულ სიტყვას მოსდევს, იმავე მოვლენას გულისხმობს. ასე რომ, როდესაც კანონი იწყება სიტყვით “ღეჭვა”, შემდეგ მას მოსდევს “ან სხვა რაიმე სახის ორალური გამოყენება”, ეს მაინც მხოლოდ ღეჭვას გულისხმობს. ამაზე დაყრდნობით, სასამართლო Philip Morris-ს დაეთანხმა და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა; პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლომ საყვედური გამოუცხადა ჯანდაცვის სამინისტროს და განუცხადა, რომ უფრო უსაფრთხო პროდუქტის აკრძალვის მცდელობა იმის საპირისპირო მხარეა, რის მიღწევასაც კანონი ცდილობს.

ამგვარად, რას ნიშნავს ეს ელექტრონული სიგარეტისთვის? ეს კარგი სიახლეა ახალ ზელანდიაში მცხოვრები მწეველებისთვის, რომლებისთვისაც iQOS ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სიგარეტის ალტერნატივა. ყველაზე დიდი შედეგი აქ ის არის, რასაც ეს პრეცედენტი ქმნის. სხვა ჯანდაცვის სამინისტროები, რომლებიც შესაძლოა აგრეთვე ფიქრობდნენ ელექტრონული სიგარეტის აკრძალვაზე, იძულებული გახდებიან, ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს და გაითვალისწინონ, რომ მცდელობის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა დამარცხდნენ.

ჯანდაცვის ორგანიზაციები ხშირად არ აგებენ; ეს სამწუხარო ფაქტია, რაც იმ დროში ხდება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თამბაქოს კომპანიებმა რეალურად გაიმარჯვეს იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ მათი პროდუქცია დაეხმარება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და დაცული იქნება მცდარი კანონებისგან. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მესიჯი სხვა ქვეყნებამდეც მიაღწევს; მწეველებს მეტი ვარიანტი სჭირდებათ და არა მუხლის რეფლექსის აკრძალვები.

heatnotburn.co.uk

შემთხვევითი სიახლე

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით X2 დაინტერესდა

თბილისი (BPI) – თბილისში პარკინგის მოწყობით კომპანია X2 ინტერესდება. კომპანიას პარკინგის მოწყობა თბილისის მერიის მიერ გამოყფილ …